logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება
- +

5 მაისი. 2016. 16:23



ვანის უნიკალური არქეოლოგიური მუზეუმის პროექტირება და მოსამზადებელი ყველა სამუშაო, ფაქტობრივად უკვე დასრულდა. მაისის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 10-მილონიანი პროექტია, რის შემდეგაც დაიწყება მშენებლობის მეორე ფაზა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა. აქვე მან აღნიშნა, რომ მუზეუმის გახსნა გაზრდის ტურისტების რაოდენობას ქვეყანაში.


„მიმდინარე წლის ოთხ თვეში დაახლოებით მილიონახევარი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც დაახლოებით 15 %-ით მეტია  გასულ ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.  ვფიქრობ, რომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთ საინტერესო ფურცელს გადაშლის.  მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოვლენ ტურისტები ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლორთქიფანიძემ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner