საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ერთიან საარჩევნო სიაში აუცილებლად იქნება. ამის შესახებ მან „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.
„ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, განვლილი გზა მე მაძლევს გულწრფელად იმის საშუალებას, რომ მოკრძალებულად შევთავაზო ჩემს ამომრჩეველს ჩემი კანდიდატურა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პარტიული ლიდერების მიერ მიღებული და ამის შემდგომ ჩავერთვებით აქტიურ საარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.