პარტია „ქართული ოცნების" წევრი თამაზ მეჭიაური არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მეჭიაური გაზეთ „ალიასთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი მისმა დასავლელმა მეგობრებმა წააქეზონ, თუმცა ამბობს, რომ ქართველი ხალხი გაცილებით ჭკვიანია და „მაიდანი" აქ არ მოხდება.
„დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა განიხილება, რასაც მხარს უჭერენ ისინიც კი, რომლებიც დღეს ზემოქმედებას ახდენენ ხელისუფლებაზე. ვგულისხმობ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, კონკრეტულ ჯგუფს, რომლებიც გაცილებით მეტი მეგობრები არიან მიხეილ სააკაშვილის. როგორც სააკაშვილი მანამდე წააქეზეს და დიდ უბედურებაში გახვიეს ქვეყანა, დარწმუნებული ვარ, ახლაც წააქეზებენ, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას, „მაიდანი" აქ არ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხი გაცილებით გონიერია, მეტი გამოცდილება დააგროვა და ზუსტად იცის, ვისთან აქვს საქმე", - ამბობს თამაზ მეჭიაური.