ხელოვნების სასახლეში ქართული კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ახალი, ილუსტრირებული კატალოგისა – „ნატო ვაჩნაძე“. აღსანიშნავია, რომ მაღალი პოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.