logo_geo
eng_logo
კახა გოგოლაშვილი: მამუკა ბახტაძე მოსახლეობაში ჯერ კარგად ცნობილი არაა, მაგრამ უარყოფით ენერგიას არ ატარებს
- +

15 ივნისი. 2018. 02:11

 

 

„მამუკა ბახტაძე მოსახლეობაში ჯერ კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ უარყოფით ენერგიას არ ატარებს“, – ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენაა და ყველა სხვა შესაძლო კანდიდატებს რომ გადავხედოთ, მოსახლეობაში მათ მიმართ პრეტენზიები არის, მამუკა ბახტაძის მიმართ კი, გარკვეული დადებითი დამოკიდებულება არსებობს. მეორე, ის აშკარად ენერგიული ახალგაზრდაა. შესაძლოა, მისი კანდიდატურის დაყენება ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მაგრამ მარტო ეს არ არის. გამოჩნდა, რომ ბახტაძემ მოახერხა, გუნდის წევრები დაერწმუნებინა, რომ მას კონსოლიდაციის და ახალი მუხტის შემოტანის უნარი აქვს. შესაძლოა, რეფორმებთან დაკავშირებითაც მას მეტი ხედვები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატს ჰქონდა“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner