„ახალი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომისტი უნდა ყოფილიყო, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეკონომიკური გამოწვევები დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“, – ამის შესახებ „აფბა”-ს ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მამუკა ბახტაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე რეფორმატორმა მინისტრმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველა ფინანსთა მინისტრი სამინისტროში რაღაც ტექნიკურ როლს ასრულებდა და ბუღალტრების ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, მამუკა ბახტაძე კი, ბუღალტრის როლიდან გამოვიდა და რეალურად, ფისკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო.
ბოლო რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების რეფორმაა, რომელიც მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის მამოძრავებელი უნდა იყოს და ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები, საგადასახადო შეღავათები, თუ სხვა ტიპის ღონისძიებები მისასალმებელია“, – განაცხადა გვიდიანმა.