logo_geo
eng_logo
მაკა ასათიანმა „მაესტროში“ თავისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმა
- +

5 მაისი. 2016. 17:03



მაკა ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროში" თავისი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე გადააფორმა.


2030.news-ს მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, რომ წილი კომპანია „მედია ფინანს გრუპზე" გადაფორმდა, რომლის 100%-ის მფლობელი თავად მაკა ასათიანია.


ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ წილის გადაფორმება არ უკავშირდება „მაესტროს" გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.



მისივე თქმით, წილის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner