„მამუკა ბახტაძემ ბანკების შეზღუდვასთან დაკავშირებით ენერგიული და რთული ნაბიჯები გადადგა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჟურნალისტებში ჩნდება შეკითხვა, რატომ სხვები არა, მაგრამ გავიხსენოთ, ვინც შს მინისტრის პოსტზეა, იქ უნდა იყოს, რადგან იქ რთული სფეროა და კარგად უვლის; ქალაქის მერად ვინც არის, ენერგიული კაცია, მაგრამ ისიც რთულ სფეროს, ნახევარ საქართველოს უვლის და იმ ადგილზე საჭიროა. ვიღა დარჩა?! ნაკლები გამოცდილების მქონე ინფრასტრუქტურის მინისტრი და მამუკა ბახტაძე და აირჩიეს ბახტაძე. სხვა ლოგიკა არ ჩანს.
ბევრი წლის განმავლობაში, განათლებაში არ გვყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც განათლების, სასწავლო და სამეცნიერო პროცესთან ჰქონდა საქმე, ამჟამად კი, მაღალი რანგის პროფესიონალია და ძალიან დამენანება, თუ ის პოლიტიკურ ცვლილებებს გადაჰყვება“, – განაცხადა საყვარელიძემ.