logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მინდა, ამ კონკრეტულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის წულუკიანს მადლობა გადავუხადო...
- +

15 ივნისი. 2018. 03:34

 

 

„რიგი მიზეზების გამო, სტრასბურგში გახლდით, ცნობილ სასამართლოს ვესწრებოდი და მინდა, ამ კონკრეტულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის თეა წულუკიანს მადლობა გადავუხადო, მით უმეტეს, თუ ის ახალ მთავრობაში არ იქნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„კულუარულად ვიცი, როგორ მიდიოდა მუშაობა და თუნდაც, ცნობილ დისკადერთან დაკავშირებით, პირადად თეა წულუკიანმა და მისმა მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ რა სამუშაო ჩაატარეს, რათა სასამართლო იმ კონდიციაში მიეყვანათ, რა კონდიციაშიც საკუთარი თვალით ვიხილე. ასეთი სუსტი რუსული მხარე არც ერთ სხვა საერთაშორისო ტრიბუნაზე არ მინახავს. გაოცებული დავრჩი, იმდენად უარგუმენტო იყო რუსული მხარე და იმდენად არგუმენტირებული იყო ქართული მხარის პოზიციები, იმდენად ძლიერი და იმდენად ხმამაღალი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

მამუკა არეშიძემ თეა წულუკიანს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“  შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდს აფასებს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან არის დაკავშირებული და არ აფასებს იუსტიციის მინისტრის სხვა სამუშაოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner