ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, აშშ-ის ავიაციის დარტყმის შედეგად, რადიკალური მოძრაობა „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ ლიდერი მულა ფაზლულა ლიკვიდირებულია.
ტელეარხი „Tolo News“-ის ინფორმაციით, ავიადარტყმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს. მულა ფაზლულას გარდა, ოპერაციას დაჯგუფების კიდევ ოთხი საველე მეთაური ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოძრაობა „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ 3 ტერორისტის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა, მათ შორის 5 მილიონი დოლარი პირადად მულა ფაზლულას დაკავებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ.