ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ნაციონალურ მოძრაობაში" დამთავრდა თამაში მათი აბსოლუტური წაგებით, ბეჭებზე დაცემით! შესაბამისად, ვისაც ჭკუა გააჩნია, სათანადოდ იქცევა", - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
„ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებლის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ ინტელექტუალები და სტრატეგები, რაც ნიშნავს იმას, რომ „პარტია რჩება უინეტელქტოდ და უსტრატეგიოდ". მოროშკინას შეფასებით, ეს ნიშნავს პარტიის დაღუპვას.
„ნაციონალური მოძრაობა" დღეს წაგებულ მდგომარეობაში იმყოფება. ცხადია, ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. დღეს პარტიიდან იწყება ინტელექტუალური ნაწილის გადინება. ამ ნაწილის გარეშე ისედაც გართულებულ და დამარცხებულ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალურ მოძრაობა" უარეს დღეში აღმოჩნდება. დღეს პარტიაში რჩებიან მხოლოდ მარგინალები.
აქვე ვიტყვი, კიევში ზურაბ ადეიშვილმა მიატოვა მიხეილ სააკაშვილი ფრონტის ხაზზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში და თავი შეაფარა უნგრეთს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" გაედინებიან ინტელექტუალური კადრები. დიდი ხანია აღარ ჩანს დარჩიაშვილი. პარტია დატოვა ვაშაძემ. თუ რამე კარგი გაკეთდა, რეესტრის გამართული მუშაობა, თავის დროზე ვაშაძის ნამოქმედარი იყო და ის რეალურად ინტელექტუალური ფონდი იყო „ნაციონალური მოძრაობის", - განუცხადა „რეპორტიორს" მოროშკინამ.