logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის ორ „სამართალდამცავს“ სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
- +

15 ივნისი. 2018. 16:56

 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 2 „სამართალდამცავს“ მცხეთის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეში არის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც იძლევიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პიროვნებამ ჩაიდინა მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

„აღნიშნული პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომაც და სწორედ ამიტომ გამოიყენა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, რომ ისინი დაპატიმრებული იყვნენ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner