ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, კაფე „პოლთან“ მამაკაცმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი უმისამართოდ ისროდა.
გავრცელებული ცნობით, იგი ტერიტორიაზე ავტომობილით იმყოფებოდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.