logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას, დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის - ასეთია ზურა დოიჯაშვილი!
- +

15 ივნისი. 2018. 19:17

 

 

ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ავრცელებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არიან მომღერლები, რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი. ასეთია ზურა დოიჯაშვილი - სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას, დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის. ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა. ბინა, სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი. დღეს, სანამ ცოცხალია, მანამ სჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია. საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო.

 

საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავარჩინოთ ზურა!

 

ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია!

 

„თიბისი ბანკი“ GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილი

 

GE23BG0000000747592200 „საქართველოს ბანკი“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner