logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: რიონი და მტკვარი ვერ გარეცხავს „ნაციონალების“ დანაშაულებს!
- +

5 მაისი. 2016. 17:23


 

„ადამიანებს, რომლებიც ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას", მოწმენდა უნდათ ნისკარტის, მაგრამ არაფერი გამოუვათ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან" გასულმა წევრებმა პოლიტიკური ასპარეზი საერთოდ უნდა დატოვონ.

 

 

„გინდ პარტიაში დარჩნენ, გინდ - გავიდნენ, მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი - რიონი და მტკვარი ვერ გარეცხავს. მათ თუ ნამუსის ნატამალი გააჩნიათ, საერთოდ არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში", - განუცხადა „რეპორტიორს" პარლამენტარმა.

 

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება პარტიის წევრმა გიორგი ვაშაძემ დღეს მიიღო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner