ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ადამიანებს, რომლებიც ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას", მოწმენდა უნდათ ნისკარტის, მაგრამ არაფერი გამოუვათ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან" გასულმა წევრებმა პოლიტიკური ასპარეზი საერთოდ უნდა დატოვონ.
„გინდ პარტიაში დარჩნენ, გინდ - გავიდნენ, მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი - რიონი და მტკვარი ვერ გარეცხავს. მათ თუ ნამუსის ნატამალი გააჩნიათ, საერთოდ არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში", - განუცხადა „რეპორტიორს" პარლამენტარმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება პარტიის წევრმა გიორგი ვაშაძემ დღეს მიიღო.