2018 წლის 15 ივნისს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 232.6 მლნ ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატება. სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608.0 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.0 მლნ ლარით, 24.8%-ით აღემატება.