logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: ირაკლი შოთაძე ასე ადვილად არ უნდა გადამდგარიყო!
- +

15 ივნისი. 2018. 23:29

 

„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ირაკლი შოთაძე ასე ადვილად არ უნდა გადამდგარიყო. შოთაძემ გადადგომით ფაქტიურად დაადანაშაულა ის სისტემა, რომელსაც წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ შოთაძესთან პრეტენზიები მაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ასე მარტივად არ უნდა გადამდგარიყო. შოთაძე, როდესაც ეს ნაბიჯი გადადგა თქვა, რომ ჩვენ ვაფარებდით ხელს დანაშაულს. ეს სინამდვილეში ასე არ იყო და შოთაძე არავის არაფერს არ აფარებდა. იმიტომ გადადგა შოთაძე, რომ სინამდვილეში არ ჩაწვდა ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა გულაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner