„ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საუბრობს.
„ბახტაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, ჯერ კიდევ რკინიგზის ხელმძღვანელობიდან, ის არის ძალიან პრინციპული და სხვათაშორის ხისტი ადამიანი. მენეჯერული თვისებებითაც გამორჩევა“, - განაცხადა გულიაშვილმა.
წამყვანის კითხვაზე რომელი უფრო ხისტი ადამიანია მამუკა ბახტაძე თუ გიორგი კვირიკაშვილი, გულაშვილმა განაცხადა, რომ ორივე კარგი ქართველი და კარგი პროფესიონალია.
„მე პარალელებს ვერ გავავლებ, მე არცერთთან არ მქონია ასეთი შეხება, რომ საქმიანი ურთიერთობა მქონოდა. ფიზიკურად ვიცნობ ამ ორივე ადამიანს. ორივე ჩემი აზრით, კარგი ქართველები არიან. ასე შემოვიფარგლები და ორივე კარგი პროფესიონალია", - განაცხადა გულაშვილმა.