ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ნაციონალურ მოძრაობაში" ჩანს, რომ კონფლიქტია მამებსა და შვილებს შორის", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა.
რას უკავშირებს „ნაციონალი" გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ცინცაძე, ამის შესახებ ის „რეპორტიორს" ესუბრა:
„ძველი გვარდია - მიშას გვარდია მიიჩნევს, რომ სათავეებთან იდგნენ და მაგათი დაარსებულია პარტია; ამიტომ ისინი თვლიან, რომ გადამწყვეტი ხმის უფლება მათ უნდა დარჩეთ. ამ დროს მოვიდა ახალი თაობა - ჯაფარიძე, ვაშაძე, რომლებიც არ ასოცირდებიან იმ დანაშაულებთან თუ შეცდომებთან, რის გამოც ნაციონალებმა წააგეს არჩევნები 2012 წელს. ეტყობა, ეს პირები ითხოვენ თავის ადგილს ხელმძღვანელობაში და სურთ, ეს ძველი გვარდია ცოტა ჩააჩოჩონ. მაგრამ ძველი გვარდიის არგუმენტია, რომ ყველა ლანძღვა-გინებამ ჩვენს კისერზე გადაიარა და ახლა მოგინდათ ხელმძღვანელი თანამდებობებიო", - ამობობს ცინცაძე.
მისი შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის თუ გიორგი ვაშაძის წასვლა პარტიას ელექტორატს არ დაუკარგავს.
„ნაციონალებს ჰყავთ მყარი ელექტორატი. ჯაფარიძემ „გირჩი" შექმა. შესაძლოა, ახლად გამოსულებმა წერებმა პარტია „სოკო" შექმნან. მაგრამ გამორიცხულია, მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. მათი წასვლა არც „ნაციონალებს" დააზარალებს", - აცხადებს პოლიტოლოგი.