logo_geo
eng_logo
შსს-მ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- +

16 ივნისი. 2018. 10:48

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 პირი თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ. ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს. მ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რამდენიმე საათში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა 1982 წელს დაბადებული ლ. შ.-სთვის, რომელმაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ შეატყობინა. აღნიშნული პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner