სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.
„ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს“, - წერს ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“.
გამოცემის ინფორმაციით, ფაშინიანს სურს, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ.
„თუ ორჯერ ზედიზედ პრემიერობის კანდიდატი არ დასახელდება, ეს გამოიწვევს პარლამენტის ავტომატურ დათხოვნას, რის შემდეგაც სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს გამოცემის წყარო.