logo_geo
eng_logo
ასკანის გზის მშენებლობა იწყება!
- +

5 მაისი. 2016. 18:10




ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. ასკანის გზის პროექტი მოიცავს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე, წყალამრიდების მოწყობას, ეზოებში გადასასვლელებისა და ხიდების აღდგენას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის დეტალები დღეს ასკანის მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან - თენგიზ გოგოტიშვილთან და ამავე სამსახურის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტთან მარიამ მარიდაშვილთან ერთად გააცნო.


ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დიდი მხარდაჭერით განხორციელდება. ასკანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შემდეგ, ასკანის გზის რეაბილიტაცია იქნება მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც ასკანის ტერიტორიულ ერთეულში დაიწყება", - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.


ასკანის გზის რეაბილიტაციის პროექტი გრძელვადიანია. გზის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 7 თვეს მოიცავს.


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს, მოქმედებს და ოპერირებს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა მოგვცა გარკვეული დაფინანსება იმისთვის, რომ რეგიონებში განგვეხორციელებინა მცირე ზომის მუნიციპალური ხასიათის პროექტები. დაფინანსება არის საკმაოდ მცირე, თუმცა ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც არიან მეტად მოტივირებულები, იღებენ მეტ შანსს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გვქონდა თხოვნა დავხმარებოდით მას ასკანის გზის რეაბილიტაციაში და ჩვენი მხრიდანაც იყო აბსოლუტური მზაობა. ასკანის საგზაო მონაკვეთი არის საკმაოდ რთული ამიტომ, გასავლელია გარკვეული პროცედურები. პროექტი მომზადდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს იმისთვის, რომ მოგვაწოდა მაღალი ხარისხის პროექტი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის მეწყერული ზონა. რეაბილიტაციის შემდეგ გზის მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს", - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ გოგოტიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner