logo_geo
eng_logo
თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად იზღუდება
- +

16 ივნისი. 2018. 20:43

 

 

თუშეთისკენ მიმავალი გზა გახსნილია, თუმცა მისი გაწმენდითი სამუშაოები კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის სრულად გახსნა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოხერხდება. მანამდე კი, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში, დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე, ორ-ორ საათიანი ინტერვალით, გზაზე მოძრაობა იზღუდება.

 

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე სამუშაოების მწარმოებელი შპს „გერალის“ წარმომადგენლები მორიგეობენ, რათა მგზავრების უსაფრთხოება იყოს დაცული. ამის შესახებ „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა განაცხადა.

 

„გზა გახსნილია, მაგრამ მისი გაწმენდა-გაფართოების სამუშაოებს ისევ ვაგრძელებთ. ხშირი წვიმების გამო, გზაზე სისტემატურად ჩამოდის გრუნტის ქანები და სავალ ნაწილს კეტავს, ვმორიგეობთ, რომ ტრანსპორტი არ შეაფერხოს ჩამონაშალმა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვაფრთხილებთ მგზავრებს“, – ამბობს ტარიელ წიკლაური.

 

თუშეთში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner