logo_geo
eng_logo
„ოპოზიციის გზები გაიყო... ისტორია ამით არ დასრულებულა...“
- +

17 ივნისი. 2018. 00:02

 

 

„ოპოზიციის გზები გაიყო. რადიკალებს „ნაციონალები“ ლიდერობენ, კონსტრუქციულებს – „ევროპული საქართველო“ უდგას სათავეში. ეს არჩევნები ამ მხრივაც საინტერესო ტექსტი იქნება. ვინ დაწინაურდება ოპოზიციის შორის მარათონზე, ვინ იქნება ოპოზიციაში პირველი, ვინ გაუწევს რეალურ კონკურენციას მმართველ ძალას“, - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიაში წერს.

 

„ჯერჯერობით „ნაციონალებს“ კანდიდატი არ ჰყავთ და არ არის გამორიცხული, ისინი ქუჩის აქციებსაც აკვირდებოდნენ ლიდერის გამოკვეთის მოლოდინში. „ევროპელები“ კი დავით ბაქრაძის კანდიდატურას წამოაყენებენ.  და ისინიც მაქსიმალურად შეეცდებიან, კომისიამ ისეთი შედეგი დადოს, რომ არჩევნების შედეგებზეც აისახოს. 

 

და არის კიდევ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკვე მერამდენე თვეა მოლოდინებს აჩენს, თუმცა, კონკრეტულს არაფერს ამბობს და ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში დარჩენას ის სახლში წასვლას არჩევს.

 

პრეზიდენტი, ისევე როგორც უმრავლესობა, შვილმკვდარი მამების მიმართ სოლიდარულია და კითხვებზე პასუხების გაცემას ელოდება, სანამ რევოლუციაზე დადებს ფსონს.

 

როგორც ხედავთ, პოლიტიკოსების ინტერესებმა მთავარი თემისგან ძალიან შორს წაგვიყვანა და უკან, 90-იანებშიც კი დაგვაბრუნა თავისი რადიკალიზმითა და დაპირისპირების ხარისხით, საპროტესტო აქციაზე კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ითხოვენ პასუხს კითხვაზე: ვინ მოკლა დავით სარალიძე?

 

ამ კითხვაზე პასუხს დღეს ყველა ელოდება. უფრო მეტი საპროტესტო აქციას არ უერთდება და ესეც გასაგებია, გენპროკურორის გადადგომისა და რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ, ხალხმა რადიკალური მეთოდების გზით პროტესტის გამოხატვაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, არათუ ხელისუფლების ჩამოგდება და გადაყენება...

 

ისტორია ამით არ დასრულებულა. ხორავას ქუჩამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მენტალური რევოლუცია უკვე მოახდინა. ახალგაზრდა თაობამ უარი უთხრა ბევრ იმ მანკიერებას, რომელიც წარსულიდან მოგვდევს, მათ შორის ქუჩის პოლიტიკასაც“, - წერს „პრაიმტაიმი“.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner