logo_geo
eng_logo
აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
- +

17 ივნისი. 2018. 01:40

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

 

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გაფრთხილების მიხედვით, რუსეთში გამგზავრება რეკომენდებული არ არის ტერორიზმისა და შევიწროების საფრთხის გამო.

 

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ეს საფრთხე გაზრდილია. კერძოდ, უწყება მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ყირიმში, ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო.

 

„ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიებები, როგორებიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, წარმოადგენს მიმზიდველ სამიზნეს ტერორისტებისთვის. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის უსაფრთხოება გაძლიერებული იქნება, ტერორისტებმა შესაძლოა, ღონისძიების გამართვის ადგილებზე თავდასხმა სცადონ, როგორებიცაა სტადიონები, ფანების ზონები, ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო ჰაბები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner