logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა, ჩვენ შეიძლება რჩევები მივცეთ
- +

17 ივნისი. 2018. 03:01

 

 

საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურებსა და სამთავრობო ცვლილებებზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ილაპარაკა. მან „ქრონიკის“ შეკითხვებს უპასუხა.

 

მისი თქმით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც კალაძემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პირადადაა ჩართული, რადგან ეს მისი პრეროგატივაა.

 

კალაძემ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ შეაფასა და თქვა, რომ კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას გუნდის სხვა წევრები ვერ გაასაჯაროებდნენ. რაც შეეხება ზოგადად კვირიკაშვილის საქმიანობას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მისი მოღვაწეობა წარუმატებელი არ ყოფილა. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ აუცილებელია განსხვავებული ტემპი და რეფორმები.

 

კალაძის თქმით, გუნდს კაბინეტებში ჩაკეტილი მინისტრები არ სჭირდება და აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება, იგივე მიმდინარე, ან დაგეგმილი პროექტების შესახებ. კალაძემ არ დაასახელა კონკრეტული გვარები, თუ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს, ან რომლები შეინარჩუნებენ ადგილს მთავრობაში.

 

კახა კალაძეს მიაჩნია, რომ მამუკა ბახტაძე იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი და ძლიერ გუნდს ჩამოაყალიბებს, ხოლო მის მიერ დასახელებული პრიორიტეტები, მათ შორის განათლება, მისთვისაც პრიორიტეტია და ის ბახტაძის ხედვებს იზიარებს.

 

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ პრობლემებზეც ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს და ასევე შესთავაზოს საზოგადოებას მათი გადაჭრის გზები.

 

კახა კალაძემ თქვა, რომ მამუკა ბახტაძეს თავისი გეგმები და ხედვები პირადად გააცნო კიდეც. კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა რეაგირებაც შესაბამისი იყო. მან ამის მაგალითად მოიყვანა ირაკლი შოთაძის გადადგომა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner