ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს მეციერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნაპოლეონ ქარქაშაძე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შემოშავებულ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება.
„თქვენ გსურთ, ნელ-ნელა დაასრულოთ ის, რაც ვერ მოამთავრა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არ გამოვა ასე, ასე არ უნდა მოქმედებდეთ, ვინაიდან ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ", - მიმართა კანონპროექტის ავტორს ივანე კიღურაძეს ქარქაშაძემ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.