logo_geo
eng_logo
გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს
- +

17 ივნისი. 2018. 13:51

 

გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.

 

მათივე ინფორმაციით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner