logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს
- +

17 ივნისი. 2018. 15:00

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი დაპატიმრებულია.

 

მას შინა პატიმრობა რეალურ სასჯელზე კოლუმბიის ოლქის სასამართლომ შეუცვალა.

 

გადაწყვეტილება მოსამართლემ იმ სპეცპროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელიც ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს იძიებს.

 

რობერტ მალერმა პროცესზე აღნიშნა, რომ შინა პატიმრობაში ყოფნის დროს პოლ მანაფორტმა ბოროტად ისარგებლა ნდობით და მოწმეებზე მოახდინა გავლენას.

 

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა მოსამართლემ მისი განცხადება არასაკმარისად მიიჩნია.

 

გამოძიება პოლ მანაფორტს ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიასთან“ თანამშრომლობის დროს ფულის გათეთრებას და გადასახადების დამალვას ედავება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner