logo_geo
eng_logo
საჩხერეში დიალიზის განყოფილება გაიხსნა
- +

17 ივნისი. 2018. 15:04

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. ახალგახსნილი განყოფილების დათვალიერების შემდეგ, ის პაციენტებს პირადად გაესაუბრა. ადგილზე მკურნალობას საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან. ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში დიალიზის 15 აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დიალიზის განყოფილების გახსნამდე პაციენტები სერვისის მისაღებად თბილისის და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავდნენ. მათი ტრანსპორტირებისთვის თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. დღეს კი, თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტშივეა შესაძლებელი.

 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და პროექტის შედეგად 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner