logo_geo
eng_logo
გუჩა კვარაცხელია: ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია...
- +

5 მაისი. 2016. 18:53



საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ენათმეცნიერი გუჩა კვარაცხელია „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას სიტყვით გამოვიდა და მეცნიერთა აკადემიისა და აკადემიკოსთა მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

 

 

„ხან ცოცხალ პანთეონს უწოდებენ აკადემიკოსებს, ხან რას გვეძახიან, ხან რას, შეაძულეს ხალხს აკადემია. რა დავაშავეთ, ვინმე სვამს ამ კითხვას? ჩვენი ანგარიშები წაიკითხონ, ჩვენი მუშაობა ნახონ  და მერე ილაპარაკონ ასე ადვილად, მერე გაიარონ, გამოიარონ, წავიდნენ და მერე წაგვარტყან თავში ხელი. ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია... მათ წარმოდგენა არ აქვთ მეცნიერებაზე და იმიტომ ხდება ასე ..." - განაცხადა კვარაცხელიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner