ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს შეატყობინა, რომ ისრაელი ზომებს მიიღებს, რათა სირიაში ირანის სამხედრო ყოფნა არ დაუშვას.
„ამ კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვესაუბრე. მე გავუმეორე მათ ჩვენი ძირითადი პრინციპები სირიასთან მიმართებაში. პირველ რიგში, ირანმა უნდა დატოვოს სირია; მეორე, ჩვენ ზომებს მივიღებთ ისრაელის საზღვართან ირანის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას სირიის ნებისმიერ წერტილში შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
აღსანიშნავია, პარასკევს კრემლის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას სირია-ისრაელის საზღვართან უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით არსებული საკითხი განიხილეს.