logo_geo
eng_logo
მოძრაობა „ეროვნულები“ განცხადებას ავრცელებს
- +

23 თებერვალი. 2016. 17:55


მოძრაობა „ეროვნულები" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


ჩვენ ქართულად, ეროვნულად, ქრისტიანულად კვლავ ავაგუგუნებთ რუსთაველის გამზირს!!! ღიად ვაცხადებთ, რომ თუ 10 დღის ვადაში პარლამენტი არ დაიწყებს საკონსტიტუციო შესწორების დამტკიცების პროცეს, მაშინ ლიბერასტები" და სხვა შავბნელი ძალები მიიღებენ მასობრივ პროტესტს, მასობრივი შიმშილობის აქციას, ხოლო იმ პარლამენტარებს, რომლებიც მხარს უჭერენ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას, აღარ შევუშვებთ პარლამენტის შენობაში! დიახ! ეს არის ულტიმატუმი!" - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთანავე, მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე მხარდამჭერებს მიმართავს:


ჩემო პატივცემულო მეგობრებო! უამრავი წერილი მომდის და უამრავი პატრიოტი მირეკავს, რომელთაც აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდნენ მოძრაობა ეროვნულებს". ეროვნულების ოფისის მისამართია: რუსთაველის 1, მე-4 სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა54. ტელ: 2997295, 599084094, 599111009. ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც თქვენი მეშვეობით და ღვთის შეწევნით უნდა გადაიზარდოს ახალ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში!!! ბრძოლა იქნება უკომპრომისო!!! ჩვენთან არს ღმერთი!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner