logo_geo
eng_logo
მაკედონიას დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება
- +

17 ივნისი. 2018. 17:14

 

ათენმა და სკოპიემ მაკედონიის ახალი დასახელების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დღეიდან ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ცერემონია ფსარადესის დასახლებაში, პრესპას ტბასთან, ორი ქვეყნის საზღვარზე გაიმართა.

 

შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა მოაწერეს.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ასევე ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

 

ამით მაკედონიას საშუალება მიეცემა, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამ დრომდე, ქვეყნისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება საბერძნეთთან კონფლიქტის გამო არ შეეძლო.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner