მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, ქართველმა 20-წლამდელმა მორაგბეებმა შოტლანდია 39:31 დაამარცხეს.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.
გარდა ამისა, უმცროსი „ბორჯღალოსნები" პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.