logo_geo
eng_logo
„შანელის“ სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები
- +

17 ივნისი. 2018. 23:03

 

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა რე­ჟიმს გაქ­ცე­უ­ლი ასო­ბით ქალ­ბა­ტო­ნი, მსოფ­ლიო მო­დის ცენ­ტრში - პა­რიზ­ში სა­მო­სის დე­მონ­ტრი­რე­ბას ახ­დენ­და. ეს ქა­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ელე­გან­ტუ­რო­ბით, დახ­ვე­წი­ლო­ბით, გე­მოვ­ნე­ბი­თა და არის­ტოკ­რა­ტუ­ლო­ბით. თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ხომ მარ­თლაც არი­ტოკ­რატ­თა ოჯა­ხე­ბი­დან იყ­ვნენ.

 

პა­რი­ზის უმ­სხვი­ლე­სი მო­დის სახ­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ მათ­თან, მეტ­საც გე­ტყვით, იმ­ხა­ნად არ იყო არ­ცერ­თი ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლი, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტი მო­დე­ლე­ბით არ იწო­ნებ­და თავს. ამ მო­დის სახ­ლე­ბი­დან კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლი და სტა­ტუ­სი შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლს ეკა­ვა. თურ­მე კოკო შა­ნე­ლი ხში­რად ხუმ­რობ­და: "ჩემ­თვის, ოვერ­ნი­ე­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ლის­თვის, ნამ­დვი­ლი თა­ვა­დე­ბი შრო­მო­ბე­ნო". ამ­ჯე­რად, შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლის ქარ­თელ მო­დე­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ.

 

ერთხანს შა­ნე­ლის სახე, გა­ლა­კტი­ო­ნის მუ­ზად წო­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი, მერი შერ­ვა­ში­ძე გახ­ლდათ. ამ­ბობ­დნენ, რომ მერი არ იცი­ნო­და, მხო­ლოდ იღი­მე­ბო­დაო.

 

 

მერი შერ­ვა­ში­ძე 1888 წელს და­ი­ბა­და ბა­თუმ­ში. ერთხანს ის პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და იყო იმ­პე­რა­ტო­რის ფრე­ი­ლი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ნი­კო­ლოზ II-ს მერი შე­ვა­ში­ძის­თვის მი­უ­მარ­თავს: "Грешно, княжна, быть такой красивой!" 1919 წელს მერი გი­გუ­შა ერის­თავს გაჰ­ყვა ცო­ლად. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოჭ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე წა­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში. თურ­ქეთ­ში შე­ყოვ­ნდა, რად­გან მე­უღ­ლის ჩას­ვლას და­ე­ლო­და. ამა­სო­ბა­ში სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ სი­ლა­მა­ზის მსოფ­ლიო კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. ემიგ­რა­ცი­ა­ში გი­გუ­შა მალე გარ­და­იც­ვა­ლა. მერი აღარ გა­თხო­ვი­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ეტ­რფო­და. მე­რი­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ად­მი­რალ ოსიპ მა­კა­რო­ვის ვაჟი, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის წინ, 1960-იან წლებ­ში, 500 ათა­სი ფრან­კი უან­დერ­ძა.

 

სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი მერი შერ­ვა­ში­ძემ პა­რი­ზის მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ა­ტა­რა. აქ ინა­ხუ­ლა მწე­რალ­მა, რე­ჟი­სორ­მა რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვილ­მა და გა­და­ი­ღო კი­დეც თა­ვის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში.

 

 

მერი შერ­ვა­ში­ძე გარ­და­იც­ვა­ლა 97 წლი­სა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ლე­ვი­ლის ქარ­თველ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

 

„შა­ნე­ლის“ მო­დის სახ­ლის კი­დევ ერთი მშვე­ნე­ბა გახ­ლდათ მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნათ­ლუ­ლი და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის მუზა. იგი 1895 წელს და­ი­ბა­და სა­გა­რე­ჯო­ში. მის სახ­ლში გა­მარ­თულ სა­ლო­ნურ შეხ­ვედ­რებ­ზე ნა­ხავ­დით: გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს, პა­ო­ლო იაშ­ვილ­სა და სხვებს. მე­ლი­ტა ბრწყი­ნავ­და სი­ლა­მა­ზით, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ნი­ჭით - პო­ე­ტე­ბი ლექ­სებს უძღვნიდ­ნენ, მხატ­ვრე­ბი ტი­ლო­ზე იმახ­სოვ­რებ­დნენ მის მშვე­ნი­ერ ნაკ­ვთებს.

 

18 წლის ასაკ­ში მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თა­ვის­ზე 20 წლით უფ­როს პე­ტერ­ბურ­გელ ად­ვო­კატ­სა და მწე­რალს კონ­სტან­ტი­ნე ზე­ლენ­სკის გაყ­ვა ცო­ლად. წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ლია შე­ე­ძი­ნათ. ამის შემ­დეგ ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა. 1922 წელს მე­ლი­ტა ქა­ლიშ­ვილ­თან და დას­თან ერ­თად ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. პა­რიზ­ში მე­ლი­ტას შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო მო­დე­ლო­ბა იყო. შა­ნე­ლის სახ­ლში გა­იც­ნო და და­მე­გობ­რდა მერი შერ­ვა­ში­ძეს­თან. შემ­დეგ­ში ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ასუ­ლი მე­ო­რედ გა­თხოვ­და. წლე­ბის შემ­დეგ მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი პო­დი­უმ­ზე მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ემიგ­რა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნი ერთხელ, 1958 წელს ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 1985 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლში დე­დით ქარ­თვე­ლი, ლი­ლია ზე­ლენ­სკა­ია (მე­ლი­ტა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ასუ­ლი) გახ­ლდათ. ის 1918 წელს და­ი­ბა­და. 6 წლი­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში იზ­რდე­ბო­და. საფ­რან­გეთ­ში და­ამ­თავ­რდა სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­ლია ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

 

 

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას - ლი­ლი­ამ ჟურ­ნა­ლისტ იური როტ­ვან­ზე იქორ­წი­ნა. მათ ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ბე­ბი­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. ცნო­ბი­ლია, რომ 1961 წელს უმ­ცრო­სი მე­ლი­ტა ვერ­სალ­ში გა­მარ­თულ მე­ჯლის­ზე მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგა, რის შემ­დე­გაც მისი ფოტო ჟურ­ნალ „ოფი­სი­ელ­ში" და­ი­ბეჭ­და. "მე­ლი­ტა როტ­ვა­ნია, აფ­რქვევს სი­ლა­მა­ზე­სა და სათ­ნო­ე­ბას" - ასე­თი მი­ნა­წე­რი ჰქონ­და ფო­ტოს.

 

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მით უმ­ცრო­სი მე­ლი­ტაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მან დე­დი­სა და ბე­ბი­ის პრო­ფე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას 4 შვი­ლის დე­დო­ბა არ­ჩია. ლი­ლია ზე­ლენ­სკა­ი­ამ ორ­ჯერ იმოგ­ზა­უ­რა დე­დუ­ლეთ­ში. ის 91 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ რომ გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ და­უ­კარ­გავს.

 

რიმა ერის­თა­ვი - ასე ერ­ქვა შა­ნე­ლის მო­დის სახ­ლის კი­დევ ერთ მშვე­ნე­ბას. რი­მას დედა თა­მარ ერის­თა­ვი, 1907 წელს მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა. რიმა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ მერი შერ­ვა­ში­ძეს­თან ერ­თად ჩა­ვი­და საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ში. სი­ლა­მა­ზით, დახ­ვე­წი­ლო­ბი­თა და მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გან­თქმულ გო­გო­ნას, პა­რი­ზულ მა­ღალ სა­ზო­გა­და­ე­ო­ბა­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად გზა დე­დამ გა­უ­კა­ფა.

 

 

რი­მამ მალე მი­იქ­ცია კოკო შა­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბა და დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში მისი სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბი­თაც და­კავ­და. პა­რი­ზულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თველ თა­ვა­დის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იც­ნობ­დნენ.

 

ცნო­ბი­ლია, რომ რი­მას ოჯა­ხი არ შე­უქ­მნია. გარ­და­იც­ვა­ლა 1982 წელს. დაკ­რძა­ლუ­ლია ლე­ვი­ლის ქარ­თველ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner