logo_geo
eng_logo
გერმანიის შს მინისტრი ანგელა მერკელზე: ამ ქალთან მუშაობა აღარ შემიძლია!
- +

18 ივნისი. 2018. 00:51

 

გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, მას აღარ შეუძლია „ამ ქალთან მუშაობა“. აღნიშნული განცხადების მიზეზი კი ანგელა მერკელთან მისი კონფლიქტი გახდა, რომელიც არალეგალურ მიგრაციას ეხებოდა. კანცლერი ღიაობას უჭერს მხარს, ხოლო მინისტრი პოლიტიკის გამკაცრების მომხრეა. გერმანიის შს მინისტრი, ქრისტიან-სოციალისტური კავშირის თავმჯდომარე ჰორსტ ზეეჰოფერი სკეპტიკურად აფასებს ქვეყნის კანცლერთან ანგელა მერკელთან შესაძლო ურთიერთანამშრომლობას.

 

„ამ ქალთან მუშაობა აღარ შემიძლია", - აცხადებს მინისტრი.

 

მათ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 13 ივნისს ბერლინში ზეეჰოფერმა შეხვედრა გამართა ავსტრიის პრემიერმინისტრთან სებასტიან კურცთან, რომელმაც ევროკავშირში საემიგრაციო წესების გამკაცრებით დაინტერესებულთა პირთა კავშირის შექმნის შესახებ ისაუბრა. კურცმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე შეძლო ამ საკითხში საერთო ენის გამონახვა მეზობელ იტალიასთან.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner