logo_geo
eng_logo
„ამსტერდამელმა ვამპირმა“ გახარიას შემოუთვალა, „ჩემი შენ გითხარიო...“
- +

18 ივნისი. 2018. 02:42

 

„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას…“ - განაცხადა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესების შესფასებისას ექსოდესელმა და აწ ამსტერდამელმა ვამპირმა მიხეილ სააკაშვილმა...

 

გახარიას „ვამპირობა" კი უნდა გაჰკვირვებოდა კაცს, რომლის გადაწყვეტილებითაც სისხლის წვიმით დაშალეს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქცია, ამის მერე კი უნდა გაოცებულიყო იმით, თუ როგორ ციმ-ციმ და მიკროფონ-მიკროფონ ჩამოატარეს პოლიციელებმა მისი თანაგუნდელი ირაკლი ნადირაძე.

 

მოკლედ, ვის, ვის და „ნაცებს“ არაფერი აქვთ სათქმელი არც ვინმეს უსამართლობაზე და არაც ვამპირობაზე, საერთოდაც ცოტა ხნს რომ გაჩერდნენ, გაჩუმდნენ, არ შეიძლება? საკუთარი მოქმედებით ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესს და პროტესტს აუფასურებენ, რაც საზოგადოებაში ხდება... ამით კი ისევ და ისევ „ქართულ ოცნებას“ უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნას...

 

ბოლო ორ დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლებოდა, კვირას დაანონსებულ მიტინგს სულმოუთქმელად ველოდი. მისი ორგანიზატორები სრულიად საქართველოს მობილიზებასა და „ქართული ოცნებისათვის“ გადამწყვეტი და საბოლოო ბრძოლის გამოცხადებით იმუქრებოდნენ.

 

კი დიდად არ მჯეროდა მათი ბაქი-ბუქის, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა გაკოტრებული პოლიტიკოსების მობილიზებული საქართველო არასად გაიშვას, მაგრამ თემაა ისეთი მძიმე, ისეთი მტკივნეული, ვფიქრობდი, რიგითი ადამიანები ქუჩაში შეიძლება ისევ გამოეყვანა შვილმოკლული მამის გაუსაძლის ტკივლის...

 

მაგრამ ასე არ მოხდა და არ მოხდა სწორედ გაკოტრებული პოლიტიკოსების გამო.

 

ხოლო როცა თითქმის ცარიელ რუსთაველზე პირდაპირ ავტომობილების სავალ ნაწილზე კარვების დადგმა გადაწყდა, მივხვდი, რომ ეს წმინდად „ნაციონალური“ პროვოკაცია იყო.

 

იყო საუბარი, რომ პოლიციამ არადემოკრატიულად იმოქმედა, რომ ოცამდე ადამიანი დააკავა, რომ კარავი ჯერ ქუჩიდან ძველი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნა, შემდეგ კი საერთოდ გააქრო. იცით რაშია საქმე, მართლა გამოსულიყო რუსთაველის პროსპექტზე „სრულიად საქართველო“ და ერთი ვნახავდი პოლიცია თუნდაც იმ კარვებს როგორ აიღებდა. აღარ უნდა მოსახლეობას „ნაციონალები“ და სხვა მათი „ახლობელი პარტიები“ და სწორედაც იქცევა. რა, კუპრავას, მაჭუტაძესა და ოდიოზურ „კაა“-ს უნდა დაუდგეს გვერდით?

 

ამ ამბავში ყველაზე მეტად ზაზა სარალიძე მეცოდება. მართლაც რომ გმირია ეს ადამიანი. შვილის მკვლელების დასასჯელად ვეფხვივით იბრძვის და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს. უბრალოდ, ადამიანების იმ ჯგუფს დაუკავშირდა, რომელთაც ალბათ ახლოსაც არ უნდა მიკარებოდა.

 

ზაზა სარალიძე სიმართლის ძიებას არ შეწყვეტს და ის ამ ბრძოლაში აბსოლუტურად მართალია და იმედი მაქვს, საბოლოოდ თავისას მიაღწევს და ამაში მას აუცილებლად ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, ოღონდ გაკოტრებული პოლიტიკური პარტიების გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner