logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: მე ეს არ მომწონს!
- +

5 მაისი. 2016. 20:03



მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის პირი, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს.



მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ლადო პაპავამ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ასაკობრივი ცენზის დაწესება აღნიშნულ თანამდებობებზე.



„რატომ შემოგვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, რომელიც ქმნის ანომალიას?! იმიტომ ხომ არა, რომ დღეს 2 პიროვნება (აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი) ჩამოცილდეს აკადემიის ხელმძღვანელობას?! არ მომწონს მე ეს!", - განაცხადა პაპავამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner