კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ივან დუკემ გაიმარჯვა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, მას მხარი ამომრჩეველთა 54 პროცენტმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, დედაქალაქის ყოფილმა მერმა გუსტავო პეტრომ კი მხოლოდ 41,8 პროცენტის მოგროვება მოახერხა.
ეს კოლუმბიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ 2016 წელს კოლუმბიის სახალხო არმიასთან (მეამბოხეებთან) მშვიდობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.