logo_geo
eng_logo
პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს
- +

18 ივნისი. 2018. 12:02

 

 

მიმდინარე წლის 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა მიმართეს. მათ პოლიციელებს შეატყობინეს, რომ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა.

 

პატრულ-ინსპექტორებმა - გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ მოქალაქეთა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1986 წელს დაბადებული ზ. ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner