logo_geo
eng_logo
ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ
- +

18 ივნისი. 2018. 12:40

 

 

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, 16 ივნისს, ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებსა და კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ვეტერანებს, კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები, ჩაუტარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 200-ზე მეტ ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი, მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner