ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ მოამზადა. აკადემიკოსების განცხადებით, პროექტი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მხოლოდ იმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„არ შეიძლება ასე! აკადემია მეტ პატივისცემას იმსახურებდა! აკადემიას ასე არ უნდა მოექცეთ! მაპატიეთ რომ ამას გეუბნებით...", - მიმართა აკადემიკოსმა მინდია სალუქვაძემ ივანე კიღურაძეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.