logo_geo
eng_logo
ანა დოლიძე: პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა
- +

5 მაისი. 2016. 20:38



საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ანა დოლიძემ, თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთეს.



„რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ჩვენი, როგორც უზენაესი სასამარლოს კანდიდატების განხილვის პროცედურები.

 

გუშინ, პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა.

 

არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას.

 

კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს  სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამარლიანი მართმსაჯულების მოლოდინშია.

 

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით", -  აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner