logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ასეთ სამართალს დაეძებს ზაზა სარალიძე?!
- +

18 ივნისი. 2018. 18:20

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა for.ge-სთან ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლოზუნგი „ნუ მომკლავ“ არასწორად იყო გაჟღერებული.

 

„ვინ მოკლა დღევანდელმა ხელისუფლებამ? იქნებ, გამახსენოთ, ვინ მოკლა?! სააკაშვილის ხელისუფლებამ ვინ მოკლა, შემიძლია გაგახსენოთ, ოღონდ ერთი ინტერვიუ არ გვეყოფა! ამიტომ ვამბობ, რომ ამ აქციის საფუძველშივე იდო სიცრუე და ფარისევლობა! ამიტომაც არ აჰყვა ხალხი. „ნუ მოკლავ“ – აი, ეს უნდა შევუძახოთ პირველ რიგში ჩვენს შვილებს! ვუმეოროთ დაბადებიდან ყოველ დღე! იქ ლოზუნგი რომ ყოფილიყო – „ნუ მოვკლავთ“ მაშინ იქნებოდა სწორი. მაშინ გაერთიანდებოდა ხალხი. ყველა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სჩადიან.

 

რაც მოხდა, ეს ჩვენი საერთო დანაშაულია. ძალადობის პროპაგანდამ დაახრჩო ჩვენი საზოგადოება! რასაც ჩართავ, სადაც ჩაიხედავ ყველგან ძალადობა, ძალადობა, ძალადობა! რატომ გვიკვირს, რომ ჩვენი შვილები და უკვე შვილიშვილები მკვლელებად, არასრულწლოვან დამნაშავეებად იქცევიან?! რას ხედავენ ისინი ყოველდღე და რა ესმით გარშემო?! რას უყურებენ ყოველ დღე ტელევიზორებში ჩვენთან ერთად?! ლანძღვა, გინება, ბილწსიტყვაობა, ფარისევლობა! როგორია ჩვენი საზოგადოების მენტალობა?!

 

ნეტავ, საიდან ჩნდება ყმაწვილებში დანაშაულის დაფარვის გაგება, ეს არ თქვა, ის არ თქვა, არ ჩაუშვა, დანაშაულის დაფარვა და ა.შ. ეს ხომ ეროვნული პრობლემაა, თუ მარტო სუბელიანს ეხება?! ხელისუფლებაში განტევების ვაცს ნუ ვეძებეთ. ხელისუფლება ჩვენი სარკეა და ჩვენი არჩევანი. როცა სიცრუე არის საფუძველში, შედეგიც შესაფერისი დგება. იმ საგამოძიებო კომისიის არ იყოს, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და სამართალი უნდა გამოიძიოს - მეცინება, აი, მეცინება, სატირალი, რომ არ იყოს! კომისიაში დაბრძანდნენ ადამიანები, რომლებიც სულ ახლახან ძალადობის, მკვლელობის და გაუპატიურების სახელმწიფო პოლიტიკის იდეოლოგები იყვნენ!

 

ამავდროულად, მკვლელების, ხაზინის ქურდების, მოძალადეების გამპრავებლები და ქომაგები! ხომ წარმოგიდგენიათ, რა „სამართალს“ აღასრულებს ბოკერია! ხომ გვაქვს ნანახი მისი ნამსხვრევებად ქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ აღსრულებული „სამართალი“ - ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის დროს, ნავთლუღის სპეცოპერაციის, თეთრაძის, შავაძის, გირგვლიანის მიმართ! ასეთ სამართალს დაეძებს ზაზა სარალიძე?! როდესაც გახარიას და წულუკიანს არ ენდობა და ბოკერიას და კახიძეს ენდობა?!“ - განაცხადა ხაინდრავამ.  

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner