logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში სერიოზული განხეთქილებაა!
- +

18 ივნისი. 2018. 19:41

 

 

„გულწრფელად თანავუგრძნობ შვილმკვდარ მშობლებს, რომლებიც თუნდაც საპროტესტო აქციებში ცდილობენ იპოვონ შვება და ვწუხვარ, რომ ორკაციანმა პარტიებმა და გაკოტრებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ხალხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ცუდ მდგომარეობაში ჩაყარა“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში სერიოზული განხეთქილებაა. ეს აკო მინაშვილის სიტყვებმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ აქცია მათი ორგანიზებული არ იყო და უბრალოდ, მხარდასაჭერად მივიდნენ. ცხადია, ეს უკან დახევა იყო. დილიდან ვამბობდი, რომ „ნაციონალები“ ხალხის სიმცირეს შალვა ნათელაშვილს და აქციის სხვა ორგანიზატორებს გადააბრალებდნენ და ასეც მოხდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ხალხი პოლიტიზირებულ და მარგინალიზირებულ აქციაზე არ მივიდოდა და არც იმ უგუნურ მოთხოვნებს აჰყვებოდა, რომლებიც გაისმა. სამწუხაროდ, ზოგს უბედურებამ დაუბრმავა თვალები, ზოგს („ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს ვგულისხმობ) ფულმა, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს აქცია დაფინანსებული იყო. ისიც ცხადია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ფიასკო 2012 წლის შემდეგ არ განუცდია.

 

სააკაშვილი მოატყუეს, რომ საპროტესტო მუხტი დიდია და, ასე ვთქვათ, გირგვლიანიზაციის პროცესი იგეგმებოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და განსაკუთრებით ამბიციური სააკაშვილისთვის აქციების ასეთი დასასრული ფიასკოა! აშკარაა, რომ ის ენდო ცრუ ინფორმაციას და მძიმე შეცდომა დაუშვა. სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან თავისივე თანაგუნდელები რიყავენ პოლიტიკიდან. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ პარტია შიგნიდან გაიხლიჩა“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner