logo_geo
eng_logo
თელავში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული ნივთები აღმოაჩინეს
- +

18 ივნისი. 2018. 22:25

 

 

თელავში, ზუზუმბოს უბნის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა დაზვერვითი სამუშაოებისას ადრერკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, ძველი წელთაღრიცხვის XVI- XIV საუკუნეების კერამიკული მასალა და ძველი წელთაღრიცხვის X -VIII საუკუნეების რკინის შუბის პირი აღმოაჩინეს.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის შეფასებით, აღმოჩენილი ნივთები ადასტურებს, რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყი დასახლებული და განვითარებული.

თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები, ზუზუმბოს გარდა, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშოებსაც გულისხმობს, – განუცხადა პირველ არხს თუშაბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები. ქალაქის ძველ უბნებში რამდენიმე დღეში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ლოკაციაზე დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 
 
 
 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner