ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ვერეს ხეობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია". - ნათქვამია განცხადებაში.