logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: „ოცნებაში“ ჩანერგილი უსუფა-ხიდაშლები სააკაშვილს ვეღარ უშველიან
- +

23 თებერვალი. 2016. 17:57


ოდესის გუბერნატორს საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს", - ასე ეხმაურება სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა და აცხადებს, რომ ზუსტად იცის, თუ როგორ გეგმავს მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან საქართველოში ვითარების არევას.


„რის გამო ყარა სააკაშვილმა დუჟები?!

 

სახალხო ხელისუფლებამ სააკა პანიკაში ჩააგდო!

 

მიშა რას გეგმავს ოდესიდან, საქართველოში სიტუაციის ასარევად, დაზუსტებით ვიცი. გამწარებულია და ცოფებს ყრის, რომ ჩვენ ხალხის მოთხოვნით პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ხელისუფლება" ჩამოვაყალიბეთ.

 

ოდესის გუბერნატორს საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს. მისი რეიტინგი 8% არ აღემატება. გარდაბნის არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მიშამ მთელი თავისი „დესანტი" გადასხა გარდაბანში, ხოლო მთავრობა და მთელი „ოცნება" რაიონს შეესია. ორივემ ერთად გარდაბნის გამგებლის არჩევნებში 30 %-ზე მეტი ხალხი ვერ მიიყვანეს. მოსახლეობის 70 % მხარს არ უჭერს მოძალადე სააკაშვილს და არც ცრუპენტელა მმართველ გუნდს. სააკა, ნაბარტყი პარტიებით ხალხს ვეღარ მოატყუებს, მისი ემისრები დადიან რაიონში და ყველგან სახალხო ხელისუფლება ხვდება! ამის გამო ყარა გაცოფებულმა დუჟები!

 

სააკას ტექნოლოგებმა კარგად იციან, რომ არჩევნებში სახალხო ხელისუფლება გაიმარჯვებს! მიშას ვერ უშველის „ოცნებაში" ჩანერგილი უსუფა-ხიდაშლები, პროკურატურას შეფარებული ზონდერები და მოსყიდული მოსამართლეები. მიშა სააკაშვილს ეროვნულ ინტერესთა ღალატისთვის, საქართველოს დახლეჩისთვის, ადამიანების ამოხოცვისა და გაუბედურებისთვის ქართველი ხალხი გაასამართლებს. უკეთეს შემთხვევაში, მას იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ ფსიქიატრიულ კლინიკაში", - აღნიშნავს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner